ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანას „შეიარაღების მხრივ დამოუკიდებლობა“ სჭირდება.
„მე მინდა შეიარაღების მხრივ დამოუკიდებლობა“, – თქვა ნეთანიაჰუმ რეზერვისტ ოფიცრებთან საუბრისას. „ღრმად ვაფასებ იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან. დღეს კი ვამბობ: ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი შეიარაღების სისტემა. ჩვენ თავად უნდა ვაწარმოოთ საკუთარი იარაღი“.
სექტემბერში ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელი „იზოლაციის ერთგვარი სახის“ წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს. მან განაცხადა, რომ ისრაელი განავითარებს საკუთარი იარაღის ინდუსტრიას.
2018 წელს გაფორმებული 10-წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი შეერთებული შტატებისგან ყოველწლიურად 3.8 მილიარდ დოლარს იღებს სამხედრო დახმარების სახით, რომლის დიდი ნაწილის დახარჯვაც ისრაელს აშშ-ის იარაღის მწარმოებლებზე მოეთხოვება.
