საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონის მოსახლეობას შეხვდება. ამავე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოინახულებს, გოგირდის აუზებს, რემერტის ხიდს, ახალ ზარზმას დაათვალიერებს და აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა.
პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში მარნებს ეწვევა, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაეცნობა. შემდეგ პრეზიდენტი აბასთუმანში ობსერვატორიას მოინახულებს და ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმს დაათვალიერებს.
კომენტარები