„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია მისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას მარტო ელოდება. მისმა თანაგუნდელებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს და არც დარბაზში შევიდნენ. როგორს ოპოზიციის წევრების ამბობენ, ეს თავად ნიკა მელიას სურვილი იყო.
როგორც სხდომის დაწყებამდე მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესი მთლიანად პოლიტიზებულია, რომლის მთავარ მიზანს ოპოზიციის დისკრედიტაცია წარმოადგენს. მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება.
ნიკა მელია, რომელიც ეულად ელოდება მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე აფასებს:
“ნაც.სექტამ ნიკა მელია გაწირა და მიატოვა!” – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა.