„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობას სთხოვს.
აღკვეთ ღონისძიებაზე სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. აღკვეთის ღონისძიების სხდომა საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საკითხს მოსამართლე თემურ გოგოხია განიხილავს. სასამართლო პროცესს ბრალდებული ნიკა მელია დაესწრება.
საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა.