„ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმული იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 20 ივნისის აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებულ რეზინის ტყვიების შეძენას ეხებოდა.
შს მინისტრმა განმარტა, რომ 20 ივნისს იარაღი, რომელიც სპეცრაზმმა გამოიყენა 2012 წლის აგვისტოშია შეძენილი.
გახარიას თქმით, გამოძიება დაადგენს აღნიშნული ტყვიები ლეტალურია თუ არა.
მინისტრის ინფორმაციით, მისი მინისტრობის პერიოდში აღნიშული ტყვიები აქამდე გამოყენებული არ ყოფილა.
„რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არსებობდა შეიარაღებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მას შემდეგ ეს ტყვიები შეძენილი არ ყოფილა. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ამ ტყვიების გამოყენება მოხდა პირველად“, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წლის აგვისტოში ბაჩანა ახალაია იყო. (2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე).
გიორგი გახარია – ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში
2019/06/27 21:50:35

ნანახია: 822 ჯერ