ქეთი გომართელი იმ ქართველი მომღერლების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევრებით ხშირად ანებივრებენ და 2000-იანი წლების ჰიტების ახლებურად აჟღერება საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის.
ქეთიმ ამჯერად კიდევ ერთი უკვდავი ჰიტის ახალი ვერსია შესთავაზა მსმენელს. მომღერალ ანდრია გველესიანთან ერთად მან სიმღერა „ლამაზი დღე“ ჩაწერა. ქეთიმ და ანდრიამ სიმღერა „ბრავო რეკორდში“ ჩაწერეს. მასზე მუსიკოსმა ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.
მუსიკალური კომპოზიციის პრემიერა კლუბში „10/11“ შედგა, სტუმრებს შორის იმყოფებოდა თავად გიგა აგლაძეც, რომელმაც ნამუშევარი დადებითად შეაფასა.
კომენტარები