სამოქალქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დავით უსუფაშვილს ბოდიშს უხდის – ამის შესახებ ის, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.
“ემოციურად დამუხტულ ატმოსფეროში, გაღიზიანებულმა, David Usupashvili უსამართლოდ მკაცრად განვსაჯე. არ ვიყავი უსიამოვნო მომენტის შეფასებაში მართალი და საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს. არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ სიტყვებს.
აქვე, უღრმესი მადლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც გუშინდელ ბრძოლაში მხარში დაგვიდგა და გადაწყვიტა, ჩვენკენ მომართული ასეთი ძლიერი დარტყმა საკუთარ თავზეც აეღო. გარანტირებული არაფერი იყო, მით უმეტეს – საეტაპო გამარჯვება.
მთავარი მადლობა კი იმ ინდივიდებს ეკუთვნით, ვინც ამჟამინდელი სახელმწიფოს ყველაზე მტრული სახის წინააღმდეგ გამოვიდნენ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დარჩნენ, დადგნენ ბოლომდე უთანასწორო ბრძოლაში.
მათ ყვითელი ავტობუსებით წასვლას – გათელვა არჩიეს. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. მხოლოდ ამ სულმა გაგვითენა დღევამდელი შეურიგებელი დღე. უთქვენოდ ერთ ბრძოლაზე ბევრად მეტს წავაგებდით – ომს საკუთარი ქვეყნისთვის.
No retreat, no surrender!”.