“ნაციონალური მოძრაობის” დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან და ეს კვლევა ამის ნათელი დადასტურებაა”, – ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს.
როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სერიოზულად არის აცდენილი, პირველ ყოვლისა, IRI-ს იმიჯს აზიანებს და ამერიკული ორგანიზაციების მიმართ ნიჰილისტური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.
“დღეს “რუსთავი2-მა” სასწრაფო წესით მოპოვებული კვლევები გაასაჯაროვა: ჩვენ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას“, CRRC-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის“ ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. ეს კვლევები რომ რეალობას, აცდენილია ბოლო წლებში ჩატარებული ყველა არჩევნები ადასტურებს. კვლევაზე, რომელშიც დავით ბაქრაძე 59%-ით ლიდერობს, შალვა ნათელაშვილის და დავით უსუფაშვილს რეიტინგი 41 %-ა და 41% აქვს დაწერილი, როდის ან რის ხარჯზე აიწია ან გაუტოლდა მათი რეიტინგები ერთმანეთს? რამე გააკეთეს მნიშვნელოვანი? სერიოზული კომენტარი მართლაც მიჭირს. ერთი რამ ცხადია – “ნაციონალური მოძრაობის” დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან და ეს კვლევა ამის ნათელი დადასტურებაა. “ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს რეალობის მოდელირებას. ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი არჩევნებს აყალბებდნენ, ოპოზიციის პირობებში კი მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფებათ. ამიტომ, ყოველი არჩევნების შემდეგ, რომელშიც ისინი პირწმინდად მარცხდებიან და უკმაყოფილოები არიან რეალობით და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უტიფრად უპირისპირდებიან მათთვის მწარე რეალობას. ალბათ, უმჯობესია, რომ IRI-ს სათაო ოფისმა საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქროს. კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს სერიოზულად არის აცდენილი, პირველ ყოვლისა, IRI-ს იმიჯს აზიანებს და ამერიკული ორგანიზაციების მიმართ ნიჰილისტური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს, რაც, სამწუხაროდ, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ლევან ნიკოლეიშვილი – სერიოზული კომენტარი მართლაც მიჭირს… “ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს რეალობის მოდელირებას
15.07.2019 18:04:59
კომენტარები
ნანახია: 750 ჯერ
