თუშეთის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 5 ადამიანია გარდაცვლილი, კიდევ რამდენიმეს ხევში ეძებენ. „ქრონიკის” ინფორმაციით, 23-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილი დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
სატვირთო მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5-მა გადმოხტომა მოასწრო, დანარჩენები კი ხევში მანქანამ ჩაიყოლა.
სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებლად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ.
„ქრონიკა“ შემთხვევის ადგილიდან ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს.
“ქრონიკა”
კომენტარები