სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ imedinews-ს დაზარალებულმა განუცხადა. ქეთი კამკამიძის თქმით, წყვილს ცემის პარალელურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
,,გზაზე მე და ჩემი მეუღლე გადავდიოდით. მაღალი სიჩქარით მანქანამ ჩაგვიქროლა და რაღაც ნივთი გვესროლა. ამაზე მქონდა რეაქცია, თუმცა შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მობრუნდა მანქანა, რომელშიც სასულიერო პირიც იჯდა. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მანქანით ფეხზე გადამიარეს“, – ამბობს კამკამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაზარალებულები უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტიზაზეც. ჯერჯერობით ფაქტზე არცერთი პირი არ დაუკავებიათ.
იმედინიუსი