შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში ერთმანეთს ფრანგული ავიაკომპანია Air France-ის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ამის შესახებ გამოცემა Airlive.net იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, შეჯახების მიზეზი Boeing 777-300ER გახდა, რომელიც პარიზში დაკარიდან ჩაფრინდა. თვითმფრინავების სადგომის მიმართულებით გადაადგილებისას ის A320-ის კუდს წამოედო, რომელიც ტუნისში გასაფრენად ემზადებოდა. შეჯახების მომენტში თვითმფრინავების სიჩქარე მაღალი არ იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები