„გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იყო გამოძახება ძლიერი დაკვამლიანების გამო. მათივე ცნობით, დაიწვა გამწოვი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოხდა ხალხის სრულად ევაკუაცია.
მაღაზიებს ზარალი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანადგარია დამწვარი, სავარაუდოდ ხვალ სამუშაო რეჟიმში გავიხსნებით, – ამის შესახებ „გალერია თბილისის“ დირექტორმა, ნიკა ცინცაძემ განაცხადა.
როგორც ცინცაძე ამბობს, პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ ცეცხლი ტექნიკურ ოთახში გაჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
კომენტარები