ლანა პაპიძე PrimeTimeNews-თან საუბარში, თავისი დის, მაგდა პაპიძის საქმეზე საუბრობს. მას ახალი გამოძიების იმედი აქვს და ამბობს, რომ თუ ეს უკანასკნელი განახლდა, ის აუცილებლად უცხოეთში წარიმართება. ლანა პაპიძის თქმით, მაგდას ვერდიქტი მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
ლანა პაპიძე: „იმედი ჩვენ თავიდანვე გვქონდა რომ პროცესი სწორად წარიმართებოდა. საიმისო მტკიცებულებებიც გვქონდა რომ მაგდა გამართლდებოდა. უბრალოდ, ის გარემოებები, რაც თქვენ თვითონვე ნახეთ, ვგულისხმობ, საათნახევარში გამოტანილ ვერდიქტს და სამუდამო სასჯელს, ეს იყო კატასტროფა. მართლა, მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ მტკიცებულებების მერე, სამუდამო სასჯელი. მე პირადად, როგორც უფროსი და ყოველთვის შევეწინააღმდეგი ამ ყველაფერს, ის ჯოჯოხეთი, რაც გამოვიარეთ მართლა სამარცხვინო იყო. მე მართლა მქონდა გამართლების მოლოდინი“
ლანა პაპიძის თქმით, პროკურორებსა და მსაჯულებს შორის უშუალო კავშირი იყო და პროცესი კანონდარღვევით წარიმართა.
ლანა პაპიძე: მაგრამ როგორც გავიგეთ პროკურორებს მსაჯულებთან გადასარევი წვდომა ჰქონდათ. კანონის დარღვევით მოხდა ყველაფერი. ჯერ კიდევ პროცესებზე მიდოდა ჩვეულებრივი საუბრები პროკურორებსა და მსაჯულებს შორის. ყველას რჩებოდა ის შთაბეჭდილება, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ერთმანეთთან. პირდაპირ წამოდგა პროკურორი ნეფარიძე და თქვა, რომ დედამ შვილი მოკლაო. რის საფუძველზე ამბობს ამას, როდესაც მაგდას ფრჩხილში დნმ არ ამოვიდა ბავშვის, ერთადერთი თუ ამოვიდა, ქსოვილის დნმ ამოვიდა. ეს ძალიან ჩვეუელბრივია, დედა იყო და ამოვიდა, ჯემპრზე მოკიდა ხელი. ამის მერე, დედას სამუდამოზე რომ უშვებ, კატასტროფული მდგომაროებაა. სიმართლე რომ გითხრათ, ახალი გამოძიებები თუ წარიმართება, ნამდვილად არ გავაკეთებ ამას საქართველოს მასშტაბით. მე მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი გაკეთებული არ არის. დაფარული არაფერი არ არის, რაც არ გამჟღავნდება, არ დაიმალება. შესაძლებელია ისეთი ფაქტები გამჟღავნდეს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.
PrimeTimeNews