ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიას არავინ ეკითხება როგორი პოლიტიკური ლანდშაპტი ან გარემოა საქართველოში.
„მათი ფუნქციაა სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი, მაგრამ ისინი გადასულები არიან პოლიტიკური შეფასებაში, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეული წევრის მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კომენტარები
