რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავისი ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის, ლოგო და სლოგანი გამოაქვეყნა. ლოგოს ავტორი P.S-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაა.
“მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება” — სწორედ ეს იქნება ახალი მაუწყებლის სლოგანი, რომელზეც რუსთავი 2-დან გაშვებული და თავისი ნებით წამოსული ჟურნალისტები დასაქმდებიან. კონტრაქტების გაფორმება მათ თავად გვარამიამ შესთავაზა.
კომენტარები