ვანო ჯავახიშვილმა არ იცის, წავა თუ არა “რუსთავი2”-დან, რადგან გადაწყვეტილებებს “ასე ვერ იღებს”. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმი”-ს ჟურნალისტთან ისაუბრა.
მე გადაწყვეტილებას ასე ვერ ვიღებ და ვერც ასე ხმამაღლა ვლაპარაკობ, ჯერჯერობით. შვებულებაში ვარ და გუნდის აზრები უნდა მოვისმინო. კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ.
– ანუ ჯერ გადაწყვეტილება არხზე დარჩენაზე ან წასვლაზე არ მიგიღიათ?
– არა. კომენტარს არ ვაკეთებ.
რამდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც გვარამია არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს და ითქვა, „ვანოს შოუ“ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადისო, ჯავახიშვილმა „პრაიმტაიმთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ვანო ჯავახიშვილი: – „რუსთავი 2“-ის გუნდი შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სანამ ხელშეუხებელი იქნება ეს პოლიტიკა, მანამ ჩვენ „რუსთავი 2“-ზე ვრჩებით.
– და ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევეაში?
– შეცვლის შემთხვევაში ჩვენთვის რთული იქნება არხზე გაჩერება. ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა შვებულება გვაქვს. მთელი აგვისტო ვისვენებთ. “- განაცხადა ჯავახიშვილმა.