ჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს დაუგდოს ყური საერთაშორისო პარტნიორმა, ეს იქნება ამერიკა, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 10 სექტემბერს მის მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება.
„10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში“ ჩემს მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება. ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს საელჩოს დღეს მკაფიოდ ვუთხარით, პატივს ვცემთ ყველა მეგობარს ჩვენი სახელმწიფოსი, მაგრამ ცნობილია და ფაქტია, მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე მიდის აქტიური მხარდაჭერა მწამებელთა პარტიების, ბოკერიების და სააკაშვილების. დღეს მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს.
დღეს, შეკრებაზე მოსული იყო ბატონი თამაზ მოლაშვილი. აბა ბატონ თამაზს უთხრას იმ ლიტველმა დეპუტატმა, შეიყვარე ბოკერიაო. ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. იქ დამნაშავეები ისჯებიან. ჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს დაუგდოს ყური საერთაშორისო პარტნიორმა, ეს იქნება ამერიკა, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა“,- განაცხადა ინაშვილმა.