საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტიის ლიდერები „პრაიმერის“ პრინციპით იქნებიან შერჩეულები. ამის შესახებ ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის 12 წევრის პრეზენტაციაზე განაცხადა. ხაზარაძემ ასევე განმარტა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას შორის არავითარი კავშირი არ არის და პარტია ცალკე დაფუძნდება.
„ჩვენ ყველა წევრს წარვადგენთ, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის იმედით აკეთებენ. ეს არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკურ პარტიასთან. პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება ცალკე. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული „პრაიმერის“ პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობასთან, თქვენთან ერთად წარვადგენთ და ავარჩევთ იმ ლიდერებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვების მიმართულებით. იყო სპეკულაციები თითქოს ჩვენ პირველ თორმეტს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-ე თორმეტი არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანასწორუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული ადამიანი აქ შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე – პარტიის ლიდერებს „პრაიმერის“ პრინციპით შევარჩევთ
2019/09/18 14:29:37

კომენტარები
ნანახია: 433 ჯერ