გვიხარია, რომ ეს სიახლე შემოგვაქვს რეგიონში. უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი, რომლის საშუალებითაც ბავშვებსა და მოზარდებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას აქ ქუთაისში შევძლებთ,- ამის შესახებ IBA ჯგუფის გაყიდვების მენეჯერი ევროპაში ენდრიუ დაიკი ,,იმედის კვირასთან” საუბრობს.
,,IBA პროტონის თერაპიის სისტემას მსოფლიოს წამყვანი სამკურნალო ცენტრები იყენებენ. გვიხარია, რომ ეს სიახლე შემოგვაქვს რეგიონში. უნიკალური და ყველაზე განვითარებული სამედიცინო სერვისი, რომლის საშუალებითაც ბავშვებსა და მოზარდებში სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლას აქ ქუთაისში შევძლებთ”,- აცხადებს ენდრიუ დაიკი
რეგიონში პირველი, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი , რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევით ცენტრის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ” აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.
ულტრა თანამედროვე, ძვირადღირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი ,,ადრონული „ თერაპიის ცენტრი, ის რაც ჯერ კიდევ ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის ფუფუნებად რჩება, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილი გახდება. სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა უახლესი ტექნოლოგიით თანამედროვე ამაჩქარებლით -ციკლოტრონით, ამ ცენტრში დაიწყება. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება.