აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები, რომლებშიც „დემოკრატიულმა“ პარტიამ ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.
„ვინმეს რეალურად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?“, – წერს ის Truth Social-ზე კენჭისყრიდან თითქმის ერთი კვირის თავზე.
პრეზიდენტმა სოციოლოგების პროგნოზებსა და არჩევნების საბოლოო შედეგებს შორის არსებულ საეჭვოდ დიდ სხვაობაზე ისაუბრა და ხმის მიცემის მანქანებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზეც მიანიშნა. თუმცა, მან რაიმე მტკიცებულება არ წარადგინა.
არჩევნების შემდეგ ტრამპმა „რესპუბლიკელთა“ მარცხი აღიარა, „დემოკრატებს“ მიულოცა და კონგრესში მათთან თანამშრომლობაც არ გამორიცხა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა იმ პუბლიკაციების გავრცელება დაიწყო, რომლებშიც „დემოკრატების“ გამარჯვების მასშტაბები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
