ნინა აგლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ინტელექტკლუბის “რა, სად, როდის” წევრს ნიკა აგლაძეს მკურნალობას თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაუფინანსებს.
“მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს მერიიდან, რომ გადაწყვიტეს Nikoloz Agladze-ის ოპერაციის დაფინანსება! ოღონდ ისე გამოვიდა, რომ ყველა თქვენგანის დახმარებით , ეს თანხა საჭირო არ გახდა. ამასთანავე ჯანდაცვის სამინისტრომ აიღო საკუთარ თავზე ოპერაციის დაფინანსება. დანარჩენი შეგროვებული თანხა ოპერაციის გარდა სხვა ხარჯებს მთლიანად დაფარავს.
მადლობა, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!!!!
ამ პოსტს ვააფდეითებ ხოლმე იმიტომ რომ მეც გვიან მომდის რაღაც ინფორმაცია და ვცდილობ ყველაფერი ისე დავწერო როგორც არის.’
კომენტარები