მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
“ეს იგივე სცენარია, რაც საყვარელიძესთან დაკავშირებით გათამაშდა. ქურდებისა და თაღლითების სისტემა დიდი ფანტაზიით ვერ გამოირჩევა. ჩვენი პასუხიც ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი იქნება.
დღეს, ბრწყინავლე ეკა ზღულაძემ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. მე ამაყი ვარ, რომ ეს ადამიანი საქართველოში, ჩემი ხელისუფლების წევრი იყო და იმ პირველი გუნდის წევრია, რომელმაც უკრაინაში რეალური რეფორმები წარმატებით გაატარა.
დავით საყვარელიძემ და მისმა უკრაინელმა კოლეგებმაც დაამტკიცეს, რომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა შესაძლებელია. ვფიქრობ, მათმა მუშაობამ და რეზულტატმა შეუქცევადი პროცესები დაძრა და გარე მტრის წინააღმდეგ და უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლაში გარდაუვალი გამარჯვებისთვის თავისი წვლილი შეიტანა”, – აღნიშნავს გუბერნატორი.