პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაზეთ Die Weltwoche- ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის მცდელობა, ჩამოეშორებინა კონტინენტზე ვიქტორ ორბანის გავლენა, უშედეგოდ დასრულდა.
ქართველიშვილის თქმით, სტატიაში საუბარია უნგრეთის მოქმედი და ყოფილი ლიდერების პოლიტიკური შეხედულებების მსგავსებზე.
„დიდი ალბათობით, ნაცსექტანტების 26 მაისის უკანონო შეკრებაზე ჩვენ ვეღარ ვიხილავთ უნგრეთის სახელმწიფო დროშებს და ბანერებს წარწერებით – „ბუდაპეშტის შემდეგ, თბილისია”. ევროკავშირის მცდელობები, ჩამოეშორებინა კონტინენტზე ვიქტორ ორბანის გავლენა, უშედეგოდ დასრულდა, რადგან უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, უარი თქვა ბრიუსელის ანტირუსული დირექტივების შესრულებაზე. ამას კი იუწყება არა ქართული დასანქცირებული მედია, არამედ გაზეთი Die Weltwoche.
გამოცემა აღნიშნავს მოქმედი და ყოფილი ლიდერების პოლიტიკურ შეხედულებებში მსგავსებას: „ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები თანდათან ხვდებიან, რომ უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიდად არ განსხვავდება ძველისგან. მადიარმა ისინი იმედგაცრუებული დატოვა“, – წერს გამოცემა. ჟურნალისტები ხაზს უსვამენ მოქმედი პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში რუსოფობიის არარსებობას. პოლიტიკოსმა ევროპელ კოლეგებს შეახსენა რუსეთის უცვლელი გეოგრაფიული მდებარეობა და განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდება რუსული გაზის შეძენას.
პრინციპში, თუ ნაცსექტანტები მაინც დაადგებიან გზას: „ჩვენ – უნგრეთი ვართ!” და ამ შეძახილებით აიკიდებენ ადმინისტრაციულ სასჯელებს უკანონო შეკრებაში მონაწილეობის გამო, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პეტერ მადიარის რიტორიკამ ევროპელი ბიუროკრატების სიხარული ჩაშალა და იქნებ ჩვენს შერეკილებამდე ამ ინფორმაციას ჯერ არ მიუღწევია. სტატიის ავტორები ევროჩინოვნიკებს შორის მწარე იმედგაცრუებას პროგნოზირებენ სხვა ადამიანების საარჩევნო პროცესებში მუდმივი ჩარევის გამო, რაც აშკარად „აგრესიული” და “ანტიდასავლური” რიტორიკაა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
