“საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა, მნიშვნელოვანია” – ამ განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას ეხმაურება.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა პოზიცია twitter-ზე დააფიქსირა.
“საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა, მნიშვნელოვანია. არსებობს კონსტრუქციული დიალოგის იმედი, რომელსაც შეუძლია დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის გაძლიერება, რაც რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის სასარგებლო იქნება” – წერს მიროსლავ ლაიჩაკი.
კომენტარები