ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, +109 კგ. წონითი კატეგორიაში საქართველოს ღირსებას მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იცავს.
პირველ მოძრაობაში (ატაცში) მესამე მისვლაზე ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ატაცში მეორე ადგილზე სომეხი გორ მინასიანი გავიდა, რომელმაც მესამე ცდაზე 212 კგ. დაძლია. აკვრაში შეჯიბრი რამდენიმე წუთში დაიწყება.
კომენტარები