დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) სადებიუტო ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე ამერიკელი ბრენდონ დევისი იყო. ამის შესახებ გამოცემა MMA Fighting-ი წერს.
სამივე რაუნდის განმავლობაში, ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამოცხადდა, რომ დევისისა და ჭიკაძის ორთაბრძოლა ფრედ (29:29, 29:28, 28:29) დასრულდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ხმები არასწორად დაითვალეს და გამარჯვებული ქართველი მებრძოლი იყო – (29:29, 29:28, 28:29).
კომენტარები