სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის მამა, ნუკრი მაქარაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის იმ ბრალდებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ 20 ივნისს, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მან ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ჩაურთო მიკროფონი. (შეგახსენებთ ნუკრი მაქარაშვილი პარლამენტში ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობს, რომლის მოვალეობაც მიკროფონების და ხმის გამაძლიერებლების მუშაობის უზრუნველყოფაა)
“ზაქარიას გასაგონად, მე გავრილოვს და ყველა მისნაირ მომხვდურს ერთმორწმუნეს თუ არა ქრისტიანს “კალაშნიკოვით” დავხვდი აფხაზეთში, იმიტომ, რომ იქ ის მტერი იყო. პარლამენტში კი მე სტუმარს სპიკერის მიკროფონი ჩავურთე. ორივე შემთხვევაში მე ჩემს ადამიანურ და სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი.(მეტი ზრდილობიანი სიტყვა აღარ მომდის თავში,ამიტომ გავჩუმდები”- წერს ნუკრი მაქარაშვილი.