ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირის 66 კილოში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა შმაგი ბოლქვაძემ საუკეთესო 4 სპორტსმენში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბათუმელმა მოჭიდავემ ჯერ მერვედფინალში სძლია ფინელ ტერო ვალმაიკს, ხოლო მეოთხედფინალში, ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ირანელი ომიდ ნოროზი დაამარცხა.
ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში შმაგის მეტოქე სლოვაკი დავორ სტეფანეკი იქნება.
კომენტარები