ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა უნგრეთის გუნდი 4:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი გულიაშვილმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანეს.
ინფორმაცია, პირველ ტაიმში დაშავებული კვარაცხელიას ჯანმრთელობის შესახებ, უახლოეს მომავალში გავრცელდება. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა ყაზახეთის გუნდი 3:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელები 12 ოქტომბერს შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებენ.
კომენტარები