საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიასთან მატჩი ფრედ დაასრულა. ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიელების დაპირისპირება გოლის გარეშე დასრულდა.
საქართველოს ნაკრები სტუმრებისგან განსხვავებით დიდ დროს შეტევაში ატარებდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ შეძლო. შეხვედრის მიწურულს ირლანდიის ნაკრებმა კონტრშეტევის განხორციელება მოახერხა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ირლანდია კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს და ხარისხი მან დღემდე გამართულ შეხვედრებში უკვე აჩვენა.
ირლანდიას ძალიან დაბალანსებული ნაკრები ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქეს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს, რომლის წინააღმდეგ გოლის გატანა იოლი არაა. ირლანდიელი ფეხბურთელები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. გუნდს ნამდვილად კარგი ბალანსი აქვს დაცვისა და შეტევის ხაზში“, – განაცხადა ვაისმა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 8 სექტემბერს დანიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა.