საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით არის წასული, სპორტსმენს, ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს შეხვდა. შეხვედრის ფოტო პრეზიდენტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
“ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მათთან შეხვედრაზე ქართული ღვინის უნიკალურობას გაუსვა ხაზი.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.