მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.
მისი თქმით, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები და თანამშრომლობის მრავალმხრივი გამოცდილება. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
