გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.
რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ჩაუტარდა ტაძარს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, პირველ რიგში, განისაზღვრა ტაძრის გუმბათის, თაღების, სვეტების და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. სამუშაოები უმკაცრესი სიფრთხილის ზომების დაცვითა და არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა.
ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:
კედლების და გუმბათის ყელი შეიმოსა სპეციალურად შერჩეული ნიჩბისის ქვით;
გაითალა იდენტური ლავგვარდანები და მოეწყო არსებულთან შესაბამისობაში;
გუმბათზე მოეწყო ავთენტური, ახლად დამზადებული კრამიტი, ხოლო ტაძრის ქანობიანი სახურავებზე დატანილ იქნა იმერული კრამიტი;
ტაძრის ინტერიერში შესრულებული სამუშაოები:
არსებული ძველი წარწერები დაკონსერვდა სპეციალისტების მიერ;
კანკელი აღდგა ნატურალურ ზომაში და დაკონსერვდა მისი შემორჩენილი ფრაგმენტი;
იატაკი მოიჭიმა კირხსნარით.
შემსრულებელი: შპს „აბა ჯგუფი“ .