ესპანეთში დიქტატორ ფრანკოს ცხედარი მავზოლეუმიდან მადრიდის სასაფლაოზე გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიალზე დასწრების უფლება მხოლოდ დიქტატორის ნათესავებს მისცეს. ცხედარი სასაფლაოზე ვერტმფრენით გადაასვენეს. ფრანკომ გასული საუკუნის 30-იან წლებში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დიქტატორის რეჟიმის მსხვერპლთა ნაწილი მავზოლეუმშია დასაფლავებული. სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს სამხედრო დიქტატურამ 36 წელი გასტანა.
კომენტარები