ვის უძღვნი შენს პოლიტიკურ ბრძოლას? გირგვლიანს, თუ თაკო სალაყაიას? ბუტას, თუ მკვლელ პოლიციელებს? ვაზაგაშვილს, თუ ფირცხალავას? ბესო ხარძიანს, თუ თქვენს ქილერებს? სულხან მოლაშვილს, თუ ბოკერიას? – ასე მიმართავს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სანდრა რულოვსს, რომელიც დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინა.
1. თქვენ უკვე ძალადობთ ქალბატონო სანდრა! ძალადობთ იმით, რომ შენ და ის ხალხი, ვინც გვერდით გიდგას (ბაქრაძე, ბოკერია დ.ა.შ.) იმის ნაცვლად, რომ მუხლებზე დაჩოქილი ყველა ოჯახთან მიდიოდეთ და ბოდიშებს იხდიდეთ, ისევ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებთ!!!
2. მიშას თვალებში ამოიკითხე რომ ცუდი აღარ განმეორდება? ნარკომანის და სექსუალური მანიაკის თვალებში ამოიკითხე? ჩიკატელოს და აიხმანის რეინკრანაციის თვალებში ამოიკითხე? სინანული არ ამოიკითხე? ვერც ამოიკითხავდი, იმიტომ, რომ შენ თვითონ ზუსტად მაგათნაირი მკვლელი და მანიაკი ხარ!
3. ვის უძღვნი შენს პოლიტიკურ ბრძოლას? გირგვლიანს, თუ თაკო სალაყაიას? ბუტას, თუ მკვლელ პოლიციელებს? ვაზაგაშვილს, თუ ფირცხალავას? ბესო ხარძიანს, თუ თქვენს ქილერებს? სულხან მოლაშვილს, თუ ბოკერიას? თქვენი უაზრო ავანტიურის გამო დაღუპულ მებრძოლებს და მოსახლეობას, თუ ბორისოვი ლაქიებად ქცეულ თქვენს გუბერნატორებს? ვის თვლით იმ ხალხად, ვინც საქართველოს თავი შესწირა?
თქვენ უარესი მკვლელი ხართ! უფრო ცინიკოსი და დაუნდობელი, ვიდრე ნებისმიერი ქილერი! ხართ, იმიტომ, რომ ღიმილით, დათაფლული ენით, გულის ამაჩუყებელი აქცენტით დღესაც ხოცავთ, აუპატიურებთ, სარჩოს ართმევთ საქართველოს მოსახლეობას!” – წერს გია გაბრიჭიძე.