რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ის ჩვენი სტრატეგიული პრობლემაა- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ბელგიის ქალაქ ბრიუგეს ევროპული კოლეჯის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის სტრატეგიულ მიზანია არა მარტო ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, არამედ ევროკავშირის სისტემატურად დასუსტება, შიდა უთანხმოებების პროვოცირებით.
ტუსკმა განმარტა, რომ ის რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე მუდმივად ლაპარაკობს.
მას ამ თანამდებობაზე ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება.
კომენტარები