,,მე ვარ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და ამაყი ვარ ამით. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და სისხლიანი რეჟიმი დაასრულა და არასოდეს დაუშვებს ამ დესტრუქციული ძალის რევანშისტული გეგმების განხორციელებას”,- ამის შესახებ ,,პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ოთარ რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არასოდეს უჭირდა თვალის გასწორება იმ გამოწვევებისთვის, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სულ რამდენიმე წლის წინ კი ხელისუფლებაში იყო ორგანიზაცია, რომლის დროსაც არათუ მისი ახალგაზრულის წევრი, არამედ რიგითი ადამიანები ელემენტარულ უკმაყოფილებასაც კი ვერ აფიქსირებდნენ.
გამომდინარე იქიდან რომ, ბოლო დღეების განმავლობაში არასასურველი ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით როგორც მე, ასევე ჩემი მეგობრები, მსურს რამოდენიმე სიტყვით ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და შრომა შევუმსუბუქო იმ მედია-საშუალებებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში გასაოცარი ,,მამხილებელი“ სიუჟეტების კეთებით არიან დაკავებულები. პირველ რიგში, არსად და არცერთ ვითარებაში, არც მე და არც ჩემს მეგობრებს არასოდეს ჩვენი ვინაობა არ დაგვიმალავს. ყოველგვარი ნიღბების და დამალვების გარეშე, ყველას პირდაპირ ვეუბნებოდით ჩვენს სახელებს, გვარებს და რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას ვუჭერთ მხარს. მე არაფერი არ მაქვს დასამალი, მე ვარ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და ამაყი ვარ ამით. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და სისხლიანი რეჟიმი დაასრულა და არასოდეს დაუშვებს ამ დესტრუქციული ძალის რევანშისტული გეგმების განხორციელებას. არასოდეს მიჭირდა რეალობისთვის თვალის გასწორება – ძალიან კარგად ვხედავ იმ უამრავ პრობლემასა და გამოწვევას რომელიც დღეს ქვეყანაშია, ჩვენ არ ვართ ფანატიკოსების ორგანიზაცია რომელიც ამტკიცებს რომ ყველაფერი კარგადაა და ყველა ვინც პროტესტს გამოხატავს მტერი ან ვინმეს აგენტია – არადა სულ რამოდენიმე წლის წინ ხელისუფლებაში იყო ორგანიზაცია, რომლის დროსაც არათუ მისი ახალგაზრულის წევრი, არამედ რიგითი ადამიანები ელემენტარულ უკმაყოფილებასაც კი ვერ აფიქსირებდნენ. დღეს ამ ორგანიზაციის წევრები, ადამიანები ვისაც 9 წლის განმავლობაში კრინტიც კი არ დაუძრავთ ადამიანის უფლებების, ღირსებისა და თავისუფლების ფეხქვეშ გათელვის ფაქტების შესახებ, ვინც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დაქირავებული გამპრავებლები იყვნენ, ვინც ციხის კადრების ნახვის მერეც კი გვიმტკიცებდა რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული და გვეჩვენებოდა, ვინც 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს სახელმწიფოს გამარჯვებას უწოდებდა, ვინც პოლიციის განყოფილებებში კლავდა უდანაშაულო გაჭირვებულ ხალხს, აწამებდა და იცავდა მწამებლებს – ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ჩვენ გვიწოდებენ ზონდერებს ! აი მომავალში რომ არ იწვალოთ არც ერთმა ჩვენი ვინაობების და გეგმების დასადგენად, აგერ გეუბნებით საჯაროდ და ღიად – მე ვარ ოთო რაჭველიშვილი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რაიონული თავმჯდომარე და თუ საჭირო გახდა, თავსაც გავწირავ იმისთვის, რომ არ დავუშვა გაბოროტებული სადისტების რევანში. ჩვენ ამ ქვეყნის უმრავლესობა ვართ, არც არავისი დაორგანიზება გვჭირდება, არც არავისი მითითება და არც სახეებზე ნიღბების აფარებას ვაპირებთ “,– წერს ოთარ რაჭველიშვილი.