“ყოფილი სამხედროს და ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესო ქათამაძის განცხადებას, რომ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია პასუხობს:
“ღნაც მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ვინმე ბესო ქათამაძე წუხს, რომ დაღუპული ბიჭების სურათები ჩამოხსნეს მე-4 ბრიგადაში…
ბატონო ბესო. სასიამოვნოა, როდესაც ისეთი მებრძოლთ მოძულე ორგანიზაციის წევრი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ წუხს დაღუპულზე, დაგამშვიდებთ და გეტყვით: – სურათები სათუთად იყო გადანახული და სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს, რაც შეეხება დაღუპულების სურათების ჩამოხსნას და ნაგავში გადაყრას ეგეთი ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი თქვენი მმართველობის დროს, ეროვნულ გვარდიაში 2010 წელს 120 დაღუპული ბიჭის სურათი ნაგავში მოისროლეთ…
იმედს გამოვთქვავ გადამოწმდებით და როდესაც დარწმუნდებით ჩემ სიმართლეში, მიხვდებით რა ყელამდე ძღრენშიც ზიხართ და დატოვებთ მაგ “ხიხია” მოძრაობას თან თქვენი გვარის პატრონს არ უხდება მელიას კამპანიაში ყოფნა” – წერს მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში.