ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებების აღარ უნდა მოხდეს.
„მივესალმებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც 9 ნოემბერს „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის დააკავეს. მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებები არ უნდა მოხდეს და ყველასთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.
კომენტარები