გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
თითქმის ორმოცდაათი წელია ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ სცენაზე ითამაშა:
კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი („ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( „ას ერგასის დღე“), რაშიდა ( „მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( „მეფე ლირი“), დევინსონი ( „მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.
კომენტარები