ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც, მათივე განცხადებით ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია, თუმცა შესაძლოა მიზეზი სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
კომენტარები