ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე პროკურორს მოუწოდა, გამომძიებელ ბექა ხუფენიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას.
კალანდიას მტკიცებით, პროცესზე დაკითხვისას გამომძიებელმა იცრუა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გამომძიებელმა იცრუა არაერთხელ და ვითხოვ ბრალდების მხარეს, გააკეთოს შესაბამისი რეაგირება, გამოძიება დაიწყოს და ჩვენ – მე, ჩემი ძმა და მამაჩემი ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ამ მოწმემ არაერთ კითხვაზე ცრუ პასუხი გასცა”, – განაცხადა კალანდიამ.
თავის მხრივ პროკურორმა კალანდიას უპასუხა, რომ საქმის გამოძიების პროცესში ნებისმიერ გამოკვეთილ დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.
ცნობისთვის, ეს ის გამომძიებელია, რომელიც 2017 წლის 3 დეკემბერს მიხეილ კალანდიას გამოკითხვას აწარმოებდა.