გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს დროგამოშვებით კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს.
მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.
კომენტარები