მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
31 ივლისს მომხდარი უმძიმესი ავარიის შემდეგ, რომელსაც კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე და კიდევ სამი ადამიანი – გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ, მერაბ კვირიკაშვილმა რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში.
ახლა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მერაბი რაგბის თამაშის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდი “რაგბის ფანები” ავრცელებს:
“ცხელ–ცხელი ინფორმაცია! მერაბ კვირიკაშვილი რაგბის თამაშს გააგრძელებს და მომავალი სეზონიდან მეკო “ლელო სარასენსში” ითამაშებს! როგორი ძლიერი ადამიანია!” – ვკითხულობთ პოსტში.
კომენტარები