ინტერნეტმომხმარებელი გიორგი სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ჰმ, ვფიქრობდი დამეწერა თუ არა და მაინც ვერ მოვითმინე, ონლაინ გაყიდვების შეზღუდვებს საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა დღეს.
ერთის მხრივ ყველას გვესმის დღეს რამდენად მტკივნეულია სამუშაო ადგილების დაკარგვა, ბიზნესის ზარალი, დისკომფორტი სერვისების მიუწვდომლობაზე და ა.შ ყველას განსხვავებული “წუხილი” აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით და საერთოდ არამხოლოდ ამ შეზღუდვაზე, კიდევ ბევრი სხვა შეზღუდვა შეეხო უამრავ ოჯახს… მაგრამ მოდით მეორე მხრიდან შევხედოთ, იმ სერვისების უკან რაც მომსახურების, თუ პროდუქტის მიწოდებას ჭირდება, ხომ ათობით ათასი ადამიანი დგას, მხოლოდ თბილისში. სანამ კურიერი მოგიტანთ სახლში, მაგალითად მობილურს, ვიღაცამ ხო საწყობი უნდა აკონტროლოს, ვიღაცამ შეკვეთის გაფორმება, ვიღაც ამ რგოლებს აკონტროლებს და კიდევ სხვა უამრავი მენეჯმენტისა თუ ლოგისტიკის მართვაში ჩართული ადამიანი… და ზევიდან კიდევ უფრო მეტი შესაძლო კონტაქტი და გავრცელების საფრთხე… ამ ტემპით თუ გაგრძელდა გავრცელება, ზუსტად 2 კვირაში, მსოფლიო მასშტაბით 160.000 ათასზე მეტი გარდაცვლილი იქნება და 2.000.000-ზე მეტი ინფიცირებული.
სწორედ ამიტომ დღეს მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს კონტაქტები, რათა ჯანდაცვის სისტემას არ მიადგეს ისეთი დატვირთვა რომელსაც ვერ გაუძლებს ფიზიკურად, რასაც მაგ მდგომარეობაში უკვე არ ეშველება და მოქმედება გვიანი იქნება! სამწუხაროდ, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს დღეს უკვე იძულებით უწევთ რაღაც ნაბიჯების გადადგმა და უკვე მივიდნენ ისეთ სტადიამდე რომ სიტუაციების მართვა უკონტროლო გახდა. ჩემი აზრით დღეს ბევრად მომგებიანი პოზიცია არის სწორედ წინსწრებით მოქმედება და იმაზე ფიქრი რასაც აღარ ეშველება, ადამიანების სიცოცხლეს ვგულისხმობ, მგონი ნებისმიერს, დღეს ურჩევნია მის ირგვლივ, რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანი რაც შეიძლება უსაფრთხოდ იყოს. იგივე შეგვიძლია ვკითხოთ მსოფლიო მასშტაბით გარდაცვლილის ნებისმიერ ახლობელს, სამსახურის დაკარგვა ურჩევნია დღეს თუ მაგალითად დედის, მამის, ბებიის, ბაბუის და ა.შ… რას იტყვიან ვითომ? მძაფრდება დღითი დღე სიტუაცია მსოფლიოში და გამოჩნდება ალბათ უფრო მკვეთრად ამ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა. ტრამპი რომ აცხადებს 200.000-ზე ნაკლები თუ გარდაიცვლება შტატებში კარგი იქნებაო, მგონი მაგას ჯობია ბევრი ნაბიჯი ზედმეტი აღმოჩნდეს, ვიდრე გაუთვალისწინებელი. გავუფირთხილდეთ ერთმანეთს და კვლავ #დარჩისახლში ❤️ მადლობა ყურადღებისთვის”- წერს სალუქვაძე.