„ეგეთი ადამიანები მე გაყრილი მყავს ეპარქიიდან, გაშვებული მყავს მსგავსი ადამიანები“.
ასე პასუხობს მეუფე იობი ბრალდებებს, რომ მის ეპარქიაში არიან სასულიერო პირები, რომლებიც გარყვნილი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
ურბნელი მიტროპოლიტი ასევე გამოეხმაურა ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, მეუფე იობის შვილობილის – მამა დავითის დაპატიმრებით დასრულდა.
მიტროპოლიტი ირწმინება, რომ რეალურად დაპირისპირება საერო პირებს შორის მოხდა,
„ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი და ამას მოჰყვა მერე ყველაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს, დამემოწმებით. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. მამა დავითიც ალბათ, იტყვის, როცა გამოვა,“ – განაცხადა მეუფე იობმა.
კომენტარები
