თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის მარეხი ბექაიას განცხადებით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტია, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
“კლინიკაში 30 პაციენტი იმყოფება. გუშინ 18 კვლევა იყო გაგზავნილი და თვრამეტივეზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომელთანაც კორონავირუსი არ დადასტურდა. პაციენტი გადაყვანილ იქნება პროფილურ, სომატურ კლინიკაში,” – განაცხადა მარეხი ბექაიამ.
კომენტარები
