დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის ზუსტად იგივე სიმკაცრით დაცვა, როგორც აქამდე ასრულებდა საზოგადოება.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პიკის მოლოდინი სწორედ მაშინ იქნება, როდესაც რეკომენდაციების დაცვის ხარისხი დაეცემა.
“ჩვენ ახლა ვიმკით სოციალური დისტანცირების კეთილ შედეგებს. მივიღეთ დუნე და ეტაპობრივი გავრცელება სწორედ შეზღუდვების შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ღონისძიებები დღევანდელი დღიდან შევინარჩუნოთ. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეზღუდვები რადგან შემსუბუქდა ახლა უკვე შეგვიძლია ვიაროთ მეზობლებთან ახლობლებთან და არ დავიცვათ რეკომენდაციები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, პრევენციულ ზომებს როგორ დავიცავთ. პიკი დადგება მაშინ, როდესაც პრევენციული ზომების მიღების ხარისხი დაეცემა, უნდა მივიღოთ მაქსიმალურად მკაცრი ზომები და რეკომენდაციები ზედმიწევნით დავიცვათ. მხოლოდ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ავირიდოთ პიკი თავიდან,”– განაცხადა თამარ გაბუნიამ.
