დღეს საბერძნეთიდან სამშობლოში საქართველოს კიდევ 185 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრთა შორის განსაკუთრებული საჭიროებების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, არასრულწლოვნები და ორსულებიც არიან.
ისინი ორი კვირით საკარანტინო სივრცეში გადავლენ.
“არიან ონკო-პაციენტები, ანუ მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. 17 ონკო პაციენტი არის ბორტზე. არის ასევე 5 ფეხმძიმე ქალი. სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე 40-მდე მოქალაქე. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა გაივლის სავალდებულო ორკვირიან კარანტინს,” – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მსოფლიოში არსებული პანდემიის დროს სამშობლოში უკვე დაბრუნდა 9,630 ადამიანი. 18 ათასზე მეტს კი საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილზევე გაუწიეს დახმარება.
