კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქმინადრიტი საბა (ჟღენტი) აცხადებს, რომ მას მანქანით მოძრაობისას არ დაუნახავს ვინ გაისროლა მისი მიმართულებით.
“გორიდან ვბრუნდებოდი ეპარქიაში. არის ასეთი დასახლება სკრა და იმ ტერიტორიაზე მომხვდა რაღაც, მაგრამ მე არ ვიცი საიდან იყო გასროლა და ვინ ისროდა.მე დავიკავე საჭე და გავაგრძელე გზა. მამა დავითთან მე შელაპარაკებაც არ მქონია”,- აღნიშნა მამა საბამ.
მისი თქმით, იგი დაზარალებული არ არის და დარწმუნებული რომ იყოს მამა დავითის დანაშაულში ხელს არ დააფარებდა.
“როგორ ფიქრობთ, მე კაცი სასიკვდილოდ მიმეტებდა და იმას ხელს ვერ დავადებ?! მე არ ვიცი, არ დამინახია. რაც არ დამინახია იმის დამტკიცება და თქმა არის ძნელი”,- განაცხადა მამა საბამ.
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დავით კობაიძე პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავა.
წყარო: „Pia.ge“
